შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ჩხიკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1973 წელს. 1973-1976წწ. მუშაობდა წამყვან სპეციალისტად საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; მინაწილეობდა ნუცუბიძის პლატოსა და ბახტრიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაში; 1976-1987წწ. საქართველოს აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის და საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ატარებდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ატომური ენერგეტიკის ნაგებობათა სეისმომედეგობის საკითხებზე, ასევე უნიკალური კაშხლების სეისმომედეგობაზე (ენგური, ხუდონი, ნამახვანი და სხვა) - რეტროსპექტულ ანგარიშებსა და ექსპერიმენტებს; 1987 წლიდან დღემდე აქტიურად მოღვაწეობს, როგორც წამყვანი სპეციალისტი თეორიულ, კომპიუტერულ რიცხვითი და ნატურულ ექსპერიმენტულ კვლევებში საქართველოს კოსმოსური ნაგებობათა ინსტიტუტში; მონაწილეობს რამოდენიმე თაობის დიდგაბარიტიანი გასაშლელი კოსმოსური ანტენების შექმნაში (აკად. ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით); არის საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მექანიკის დოცენტი, პროფესორი, საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო სპეციალური ცენტრის სამხედრო საინჟინრო კონსტრუქციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; მისი მონაწილეობით იქნა გაანგარიშებული, დაპროექტებული და გამოცდილი ორიგინალური კონსტრუქციების სწრაფად გასაშლელი საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციებისთვის გათვალისწინებული ხიდები; 1999 წლის 23-28 ივნისს საქართველოს კოსმოსური ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ ღია კოსმოსში გატანილი იქნა დიდგაბარიტიანი გასაშლელი კოსმოსური ანტენა-რეფლექტორი; არის ამ კონსტრუქციის თეორიული კვლევების ავტორი მეცნიერთა ჯგუფთან ერთად; კოსმოსური კონსტრუქცია - "რეფლექტორის" თეორიული კვლევების კომპლექსის ხელმძღვანელი. არის 40-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.656-657; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.196 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |