შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაია ჩხიკვიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს; იმავე აკადემიის ასპირანტურა 1978 წელს. არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი; მონაწილეა საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციების, სიმპოზიუმის; არის რიგი მეთოდური ნაშრომების, სამეცნიერო სტატიებისა და განხორციელებული პროექტების ავტორი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: ილ. ჭავჭავაძის მუზეუმის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ქ. თბილისში (1987), სასტუმრო "ინტურისტი" ქ. ბათუმში - რეკონსტრუქციის პროექტი (1984), ავსტრია-საქართველოს ერთობლივი საწარმო "მეტეხის" ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში (1990); არის საერთაშორისო და რესპუბლიკური მასშტაბის კონკურსებზე გამარჯვებული სადიპლომო პროექტების ხელმძღვანელი; ინფორმაცია ნ. ჩხიკვიშვილის შესახებ შეტანილია თანამედროვე ქართველ არქიტექტორთა ბიოგრაფიულ ლექსიკონში: "ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში" (1999) და წიგნში "ჩვენ - საქართველოს ქალები" (2009); მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტრის I ხარისხის დიპლომი სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევის მუშაობის წარმატებული ხელმძღვანელობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის მადლობა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.657 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |