შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჩხობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1958 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში - "საქქალაქმშენსახლპროექტი" და "სოფლმშენსახლპროექტი" არქიტექტორად და პროექტის მთავარ არქიტექტორად; იყო პროექტების ავტორი და თანაავტორი; საქართველოს კურორტების მართვის საბჭოში ("საქკურორტსაბჭო") მუშაობდა ჰიდრო-გეოლოგიისა და შენობა-ნაგებობათა ექსპლუატაციის განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1971 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობის განყოფილებაში უფროს რეფერენტად; კურირებას უწევდა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის დარგების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას; 1980 წელს დაინიშნა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო აკადემიის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი; 1986 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, კაპიტალური მშენებლობის სამსახურის უფროსი; ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1979); ავტორია რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.658 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |