შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მაღალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს, ინტერნატურა 1976 წელს. 1976-1978წწ. იყო ქალაქის I კლინიკის საავადმყოფოს ნეიროქირურგი-ორდინატორი; 1979-1985წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი და 1986-1995წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1998წწ. ფუნქციური ნეიროქირურგიის განყოფილების გამგე; 1998-2002წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 2003 წლიდან მე-4 კლინიკურ საავადმყოფოსთან არსებული ქალაქის ნეიროქირურგიული ცენტრის ხელმძღვანელი. 2011-2013წწ. მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიული სამსახურის უფროსი; 2013 წლიდან თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი; 2014 წლიდან თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (უმაღლესი კატეგორია) ავტორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.313; tbiliselebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |