Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ცაავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1961 წელს; მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს; მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურა 1985 წელს; თბილისის მელქაძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დოქტურანტურა 2003 წელს. 1962 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ტექნიკოსად, ინჟინერ-დამპროექტებლად; იყო საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მშენებლობის, ტრანსპორტისა და მრეწველობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1979 წლიდან მუშაობდა საბანკო სისტემაში; იყო საქართველოს "მშენბანკის" (შემდგომ "მრეწმშენბანკი", "ინდუსტრიაბანკი") აფხაზეთის რეგიონული ფილიალის მთავარი ინჟინერი, მმართველი; ძირითადი პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1975 წლიდან იყო სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის პედაგოგი; 1985-1990წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალი, პედაგოგი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დოცენტი (1990). 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექმოლოგიებიოს ფაკულტეტის პროფესორი. მიღებული აქვს ჯილდოები: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი; ღირსების ორდენი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს საპატიო დიპლომი; აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მედალი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003). პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.659 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |