The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ ცაავა

ომარ ცაავა
Date of birth:1935  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1969წწ. მუშაობდა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1969-1972წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსი; 1972-1994წწ. სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქელექტრომონტაჟრემმშენის" მმართველი; ხელმძღვანელობდა ზესტაფონის სადენებისა და ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნების, თბილისის "იზოლიტის", "ელმავალმშენებლის", "ელექტროაპარატის", "მიკროძრავას" ქარხნების სამონტაჟო და გამშვებ-გასამართ სამუშაოებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.659


Share: