The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გენო ჩირაძე

გენო ჩირაძე
Date of birth:10 September, 1942
Date of death:9 April, 2004  (at 61 years)
Category:Educator, Filmmaker

Biography

დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ) საოპერატორო ფაკულტეტი (ბ. ვოლჩეკის სახელოსნო) 1968 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ე. შენგელაიას სახელოსნო) 1980 წელს.

დამდგმელ ოპერატორად მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მზის საათი" (ლ. სიხარულიძე, 1966), პოეტური სახე მოუძებნა სათქმელს თემურ ფალავანდიშვილის ლირიკულ ნოველებში "გოგონა და ჯარისკაცი" და "ჩამავალი მზე" (1970), მხატვრებთან-რევაზ და თენგიზ მირზაშვილებთან ერთად. დიდი წვლილი მიუძღვის ფილმ "შერეკილების" (ე. შენგელაია, 1973) სახვითი სახის შექმნაში. მუშაობდა განსხვავებული ხელწერის რეჟისორებთან სხვადასხვა ჟანრის ფილმებზე: "მოიტაცეს თამარ ქალი" (ლ. გორდელაძე, 1971), "ლეონარდო" (დ. ნაცვლიშვილი, 1993), "ჩაკლული სული" (ყ. მგელაძე, 1994), "სიყვარული ვენახში" (გ. შენგელაია, 1998). გადაიღო უნიკალური კადრები დოკუმენტური ფილმისთვის "სტადიონი" (ა. ჟღენტი, 1980). როგორც რეჟისორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი "მადნეული" (1980), სატელევიზიო ნოველები "ორმო" (1979) და "მსაჯი" (1981), სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ზვარაკი" (1990). სხვადასხვა წლებში მუშაობდა გერმანიის, ავსტრალიის, ესპანეთის ტელევიზიებში ოპერატორად. 1998-2004წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (კინო-ტელეოპერატორთა სახელოსნოს ხელმძღვანელი). მიღებული აქვს კიევის კინო-ფესტივალის "მოლოდოსტის" პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმისთვის "ორმო" (1979), ეროვნული კინო-ფესტივალის პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმისთვის "ორმო" (1981). კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 197; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი:  geocinema.ge


Share: