The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ჩიჯავაძე

მაია ჩიჯავაძე
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1974 წელს.

1974 წლიდან დაიწყო მუშაობა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". შექმნა კოსტუმების ესკიზები ფილმებისთვის: "სამი სასიძო" (რ. ჭარხალაშვილი, 1977), "იმედის მწვანე კუნძული" (ო. გვასალია, 1978), "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (რ. ჩხეიძე, 1980), "გზა შინისკენ" (ა. რეხვიაშვილი, 1981), "დღეს ღამე უთენებია" (ლ. ღოღობერიძე, 1983), "ადამიანთა სევდა" (გ. ჩოხელი, 1984), "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986, "სიკეთის ტელეფონი" (ა. ჭიაურელი, 1986) და სხვ. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "ლილეო" (მ. ჭიაურელი უმც. 1975), "მიახლოება" (ნ. ნიკოლაძესთან ერთად/ა. რეხვიაშვილი, 1989). 1989 წლიდან ცხოვრობს ჰოლანდიაში, მონაწილეობს გამოფენებში. 

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 198; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge.; youtube.com


გააზიარე: