The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ცაგარეიშვილი

შალვა ცაგარეიშვილი
Date of birth:2 December, 1936  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტის ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1968 წელს; სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული უმაღლესი ეკონომიკური კურსები 1972 წელს; სსკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა 1978 წელს.

1971-1974წწ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საპროექტო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში, საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის კაპდაბანდებათა ნაკრები განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1974-1976წწ. იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მრეწველობისა და ორგანიზაციულ-პარტიული განყოფილებების ინსტრუქტორი; 1976-1978წწ. საქართველოს კპ სამტრედიის რაიკომის პირველი მდივანი; 1978-1991წწ. მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული კონტროლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ; 1993-1994წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასაზღვრო ჯარების სამხედრო საბჭოს მდივნად და აპარატის უფროსად; 1994-1996წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილსახავტოგაზპროექტის" (ყოფილი "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალის) დირექტორი; 1997 წლიდან საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის სამხედრო ინსპექტორია, აქვს პოლკოვნიკის წოდება; მონაწილეობდა ავღანეთის რესპუბლიკაში ავტოსაგზაო ხიდებისა და ნაგებობების პროექტირებაში, ტექტოგულის ჰიდროელექტროსადგურის (ყირგიზეთი), საავტომობილო გზით შემოვლის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში; იყო საქართველოს კომპარტიის რამდენიმე ყრილობის დელეგატი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის აპარატის პარტიული კომიტეტის წევრი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სამკერდე ნიშანი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.659-660

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: