Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ცაგარელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვემოჭალა, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს. 1948 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო სამშენებლო ტრესტში, თბილისის სამშენებლო უბნის მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1964 წლიდან გადაყვანილ იქნა რკინიგზის თბილისის განყოფილებაში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სამოქალაქო ნაშენების განყოფილების უფროსად, თბილისის რკინიგზის განყოფილების უფროსის მოადგილედ არქიტექტურისა და საწარმოო ესთეთიკის დარგში; 1975 წელს დაწინაურებული იქნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში, სადაც კურირებას უწევდა რკინიგზის ობიექტების დაგეგმარებისა და განაშენიანების სამსახურს; 1978 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სამმართველოში სამოქალაქო ნაშენების სამსახურის უფროსის მოადგილედ,შემდგომში ადმინისტრაციულ=სამეურნეო განყოფილების უფროსად; 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახურის უფროსის მოადგილედ; ნახევარსაუკუნოვანი შრომითი მოღვაწეობის შედეგად, მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა ათობით მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბათუმის ქუჩაზე, აგრეთვე საწარმოო ობიექტები სალოკომოტივო და სავაგონო დეპოებისთვის თბილისის სამგზავრო და საკვანძო სადგურებში; დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით, საქართველოს პრეზიდენტის მადლობით (04.X.2000 წლის ბრძანებულებით), წარჩინებული მშენებელის წოდებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.660; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.255 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |