The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჩუგუაშვილი

გივი ჩუგუაშვილი
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს.

მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში. 1980 წლიდან მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. გადაღებულია ფილმებში: "ივანე კოტორაშვილის ამბავი" (ნ. მანაგაძე, 1974, მტერი), "კავკასიის ტყვე" (გ. კალატოზიშვილი, 1975), "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა" (ა. ნინუა, 1977), "XII საუკუნის ქართული ქრონიკა" (ა. რეხვიაშვილი, 1978), "ძმა"(თ. ბაბლუანი, 1981), "დიმიტრი II" (რ. ხოტივარი, 1982, არღუნ ნოინი), "წიგნი ფიცისა" (გ. ლორთქიფანიძე, 1983), "ბანდიტი აგურის ქარხნიდან" (გ. მატარაძე, 1983), "ზოგი ჭირი მარგებელია" (პ. ჩარკვიანი, 1984), "მევლუდი" (ნ. სანიშვილი, 1985), "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "მახარე" (ლ. თუთბერიძე, 1986), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "წყრომა"(დ. ინანიშვილი, 1988), "წინამორბედი"(ი. კვაჭაძე, 1988), "იქ, ჩემთან"(ზ. ხალვაში, 1990), "საბედისწერო გასროლა" (ო. კობერიძე, 1990, ლევანი), "ცოდვის დღესასწაული" (ე. ბადურაშვილი, 1990), "ვირთხა" (პ. მილორავა, 1991), "კედელი" (ზ. ბუაძე, 1991), "ოქროს ობობა" (მ. ანთაძე, გ. ქავთარაძე, 1992), "მოკვეთილი" (გ. მატარაძე, 1992), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1985), "წარსულის აჩრდილები" (ლ. თუთბერიძე, 1996), "ანთიმოზ ივერიელი" (გ. ჭოხონელიძე, 2001, დაუდ ფაშა), "ფოსტალიონი" (ნ. ჯორჯაძე, 2003, გუბერნატორი) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 198; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: