The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ცანავა

დავით ცანავა
დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს; იმავე ინსტიტუტის რკინაბეტონის კათედრის ასპირანტურა 1974 წელს.

1974-1976წწ. საბჭოთა არმიის რიგებში სამსახურის გავლის პერიოდში მუშაობდა ტოლიატის ავტოქარხნის, სპორტკომპლექსისა და დახურული ბაზრის მშენებლობებზე; 1976-1978წწ. მუშაობდა საქართველოს "მშენბანკის" აფხაზეთის ფილიალში უფროს ინჟინრად; 1978-1987წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "სპეცმშენის" N20 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1987-1992წწ. იყო სსრკ გაზისა და ნავთობის მრეწველობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების სოხუმის დირექციის დირექტორი, ტრესტ "ორგტექმშენის" მმართველის მოადგილე, გენერალური დირექტორის მოადგილე; 1992-1993წწ. იყო ბატალიონ "ცხუმის" ასმეთაური; 1993-1998წწ. ქ. სოხუმის მერი (დევნილობაში); 1998-2005წწ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე; 2005-2009წწ. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ საქართველოში; ხელმძღვანელობდა ქ. სოხუმის, გაგრა-ბიჭვინთისა და ახალი ათონი-გუდაუთის გამწმენდი ნაგებობების, საკანალიზაციო ქსელების, წყალსადენების, სატუმბი სადგურების (სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში, ახალ ათონსა და გულრიფშში), გუმისთის მასივის საცხოვრებელი კომპლექსისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზების მშენებლობასა და გამწვანებას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.661-662; გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ვებ-გვერდი: mining.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.81

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის
  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: