შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ცანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1970 წელს. 1970 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალში არქიტექტორად; 1973 წელს დაინიშნა ქ. ზუგდიდის მთავარ არქიტექტორად; 1973-1975წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს (ქ. კაპუსტინ-იარი); 1976-1980წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") სარაიონთაშორისო საპროექტო ბიუროს უფროსად; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში (ქ. სოხუმი); 1980-1984წწ. იყო ქ. სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საპროექტო ბიუროს უფროსი; 1984-1985წწ. მუშაობდა ქ. გაგრის მთავარ არქიტექტორად; 1985 წელს კვლავ დაინიშნა ქ. ზუგდიდის მთავარ არქიტექტორად, სადაც მუშაობდა 1989 წლამდე; 1989 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") არქიტექტურული კონტროლისა და არქიტექტურული ორგანოების კოორდინაციის განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1991-1993წწ. იყო საქართველოს არიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს ქალაქმშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1993-1995წწ. მუშაობდა ქ. თბილიის მთავარი არქიტექტორის მოადგილედ; 1995-1999წწ. იყო ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის ქალაქმშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1999-2000წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის "არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის კომპანიაში", ქალაქმშენებლობისა და საინჟინრო უზრუნველყოფის მიმართულების დირექტორად; 2000 წლიდან ეწევა კერძო არქიტექტურულ საქმიანობას; მისი ნამუშევრებია: კაფე-ბარი ქ. სოხუმში (ლაკობას ქუჩაზე), კულტურის სასახლე, მუსიკალური სასწავლებელი და საქალაქო ბიბლიოთეკა (რეკონსტრუქცია) ქ. კაპუსტინ-იარში, საბავშვო ქალაქი (კომპლექსი) "აცანგვარა", ღია კაფე-ბარი სასტუმრო "აფხაზეთის" მიმდებარე ტერიტორიაზე და ნავსადგომი ელინგით ქ. სოხუმში, კაფე-ბარი "კარაველა" (ზ. მამალაძესთან ერთად) ქ. გაგრაში, ქ. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა, "აზროვნების და დასვენების ცენტრი" კომპლექსის პროექტი ქ. ზუგდიდში (მ. ლაითაძესთან ერთად), დენდროლოგიური პროექტები და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.662 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |