The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუდიკ ცატავა

რუდიკ ცატავა
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი 1967 წელს; როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1976 წელს; ლენინგრადის ჰიდროსამშენებლო აკადემია 1981 წელს.

მუშაობდა ტრესტ "კოლხეთმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად და უფროსად, გალის საშენ მასალათა კომბინატის დირექტორად; იყო სსრკ სპორტკომიტეტის გალის N16 სამშენებლო სამმართველოს უფროსი, საკავშირო დაქვემდებარების ჰიდროსამექანიზაციო-სამშენებლო ტრესტისა და საქართველოს აგროსამრეწველო კომიტეტის გალის N2 სამშენებლო ტრესტის მმართველი; იყო გალის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენლობის თავმჯდომარის მოადგილე რუსეთის ფედერაციაში; 1991 წელს არჩეული იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; იყო უმაღლესი საბჭოს მშენებლობისა და მრეწველობის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; 1998-2003წწ. მუშაობდა აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 2003 წლიდან არის აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე; მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით ქ. გალში აშენდა ჩაის ორი ფაბრიკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, რესპუბლიკური მნიშვნელობის სამეანო-გინეკოლოგიური ცენტრი, კულტურულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი კომპლექსი "სათანჯო", ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი, საკავშირო ნაკრებთა სასწავლო-საწვრთნელი ოლიმპიური ცენტრი ნიჩბოსნობაში, საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი, სკოლები და საბავშვო ბაღები, კერძო სახლები უმწეო და მიუსაფარი ოჯახებისათვის (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები; აქტიურად იყო ჩართული კოლხეთის დაბლობის დაჭაობებული მიწების დაშრობის, ათვისებისა და, ხიდებითა და გზებით განაშენიანების საქმეში; აღიარებული იყო "საბჭოთა კავშირის 1987 წლის საუკეთესო მშენებლად".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.663-664

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • სსრკ დამსახურებული მშენებელი
  • სსრკ დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: