შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ტიელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის სპეციალობით 2007 წელს; ამავე უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის სპეციალობით 2009 წელს; 2016 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 2006 წლიდან მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილებაში ლაბორანტად, 2009 წლიდან მუშაობდა ამავე განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე, ხოლო 2018 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 2014-2015 წწ. სტაჟირება გაიარა აშშ-ში, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში; 2015-2017 წწ. კანადის ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ხოლო 2018 წელს შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში. არის მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის (ციურიხი, შვეიცარია) ოფიციალური კორესპონდენტი საქართველოში, 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის ცხრა მონოგრაფიის) ავტორი და თანაავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე - საქართველოში, გერმანიაში, ჩინეთში, რუსეთში, ამერიკაში, შვეიცარიაში, თურქეთსა და ჰოლანდიაში. 2014 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით, 2016 წელს მიენიჭა წინანდლის პრემია საბუნებისემტყველო მეცნიერებათა დარგში, 2017 წლის იანვრიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი, ხოლო 2017 წლის ოქტომბერში დაჯილდოვდა საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის წოდებით. გეოგრაფიის დოქტორი, გლაციოლოგი, გეომორფოლოგი. წყარო: ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ვებ-გვერდი: geography.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |