The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ცატუროვი

ალექსანდრე ცატუროვი
Date of birth:1902
Date of death:1972  (at 70 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა მოსკოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი საგზაო მშენებლობის სპეციალობით 1930 წელს.

1921 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სხვადასხვა უბნებზე; 1931-1937წწ. მუშაობდა შავიზღვისპირეთის რკინიგზის მშენებლობის უფროსად; 1937-1939წწ. იყო სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს ამიერკავკასიის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" მთავარი ინჟინერი; 1939-1955წწ. სამამულო ომის დროს, დირექტიული ორგანოების გადაწყვეტილებით, დაინიშნა შავი ზღვის სანაპიროს თავდაცვით ნაგებობათა მშენებლობის უფროსად; იყო სსრკ მიმოსვლის გზათა სამინისტროს N165 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1955-1972წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" მმართველად; ხელმძღვანელობდა მრავალი საპასუხისმგებლო ობიექტის, კერძოდ: "ოჩამჩირე-კვეზანი-აკარმარას", "ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერის" და "მარნეული-მადნეულის" სარკინიგზო ხაზების. მეორე ლიანდაგებისა და ორლიანდაგიანი ჩანართების ("ზესტაფონი-ხაშურის" უბანზე), ამიერკავკასიის ძირითადი რკინიგზის ელექტროფიკაციის, "შაორჰესის", თბილისის აეროვაგზლის, ერევნის რკინიგზის სადგურის, "ერევან-რაზდანისა" და "რაზდან-სევანის" სარკინიგზო ხაზების (სომხეთში), დასასვენებელი სახლებისა და სანატორიუმების (შავი ზღვის სანაპირო ზოლში - აფხაზეთში და სხვაგან) მშენებლობას; 1947-1950წწ. არჩეული იყო საქართველოს სსრ მე-2 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.664


Share: