შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ნადირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი შავი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით 1954 წელს. 1954-1957 წლებში იგი მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მარტენის საამქროს ოსტატად, 1957-1960 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1960- 1970 წლებში ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1970-1986 წლებში - უფროსი, 1986-1991 წლებში - წამყვანი, 1991-1997 წლებში - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 1997 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათამცოდნეობის ინსტიტუტის მეტალურგიული პროცესების თეორიის ლაბორატორიას. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. -თბ., 2012.-გვ.11 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |