The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ცენტერაძე

Date of birth:1932  (92 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს.

მუშაობდა განაწილებით, სტალინგრადის საოლქო N2 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს ინჟინრად, საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე; 1955 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1963 წელს დაინიშნა ოზურგეთის N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1970 წელს გადაიყვანეს N13 მოძრავ-მექანიზირებული კოლონის მთავარ ინჟინრად; 1973 წელს დაინიშნა კოლონის უფროსად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა: სკოლები - ანასეულში, N4 საშუალო სკოლა სოფ. შემოქმედში, ლიხაურში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში; სამი საბავშვო ბაღი ოზურგეთში, ანასეულის საკვლევი ინსტიტუტის ჩაის ფაბრიკა, ადმინისტრაციული სახლები ოზურგეთში, ურეკსა და ლაითურში, კავშირგაბმულობის სახლი, მაღაროთა სამმართველო, ქიმიური ქარხანა, დოსააფის, სასამართლოს შენობა, სასტუმრო, კლუბი ანასეულში, ცენტრალური საავადმყოფო ურეკში; 1999 წლიდან სამშენებლო ტრესტ "კულტმშენებელის" მთავარი ინჟინერი იყო; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.665-666


Share: