შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კვაჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტი და ფარმაკოლოგიის კათედრის ასპირანტურა. 1954 წელს მუშაობა დაიწყო ფარმაკოლოგიის კათედრის ასისტენტად, 1955–1958 წლებში იყო სამედიცინო სამსახურის ოფიცრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების პედაგოგი, 1957–1958 წლებში თსსი–ის ტოქსიკოლოგიის კურსის ხელმძღვანელი. 1958 წლიდან მუშაობდა ექსპერიმენტული და კლინიკური ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1968 წლიდან იყო თსსი–ის ფარმაკოლოგიის კათედრის (2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი) დოცენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (უნივერსიტეტი) ფარმაკოლოგიის კათედრის გამგე (1980–1983). 1954 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, რომლის შინაარსიც ეხებოდა ზოგიერთი ანტიშოკური სითხის თერაპიულ მოქმედებას ექსპერიმენტში მიღებული შოკის დროს. დავით კვაჭაძე იყო 50–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. თავის ნაშრომებში მან დააზუსტა ფარმაკოლოგიური საშუალებების მოქმედების თავისებურებები სისხლის მიმოქცევის რეგულაციის ცენტრალურ და პერიფერიულ სტრუქტურებზე. ასაკის გათვალისწინებით, ექსპერიმენტში განსაზღვრა სხვადასხვა ანტიარითმიული საშუალებების მოქმედების მექანიზმი. პირველმა მეცნიერთა შორის მიაგნო, სხვადასხვა ასაკის ცხოველებში საგულე გლუკოზიდებით ინდუცირებული არითმიების მიმდინარეობის თავისებურებებსა და განსაზღვრა მათი მკურნალობის ეფექტიანი გზები და სხვ. ფარმაკოლოგი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |