შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა მეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1995 წელს. 1991-1996წწ. იყო ფირმა "ისინდი"-ს იურისტი; 1996-1997წწ. გენერალური პროკურორის საგამოძიებო ნაწილის სპეცჯგუფის უფროსი პროკურორის თანაშემწე; 1997-2001წწ. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე, სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსი; 2001-2002წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფერენტი; 2002-2003წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი; 2003-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; 2005-2006წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე; 2006 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 2007 წლიდან საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე. მიღებული აქვს მადლობა საქართველოში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის ორგანიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისათვის (1999). სამოსამართლო სწავლების ცენტრის ლექტორი სისხლის სამართლის პროცესში. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.325; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |