Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ცერცვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1977 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს კადრების სამმართველოში უფროს ინჟინრად, იმავე სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენში", სადაც გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური მშენებელი ოსტატიდან ტრესტის მთავარ ინჟინრამდე; არის სს "თბილმრეწვმშენ-3"-ის სამრეწველო საწარმოთა კომბინატის დირექტორი; მისი ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა შემდეგი ობიექტები" სამკერვალო ფაბრიკა (გლდანში), სასოფლო-სამთო მანქანების ქარხანა, თბილისის ქარხანა "ცენტროლიტი" (რეკონსტრუქცია), თბილისის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სკოლა, კრწანისის საცხოვრებელი სახლი, "ბავშვთა სოფელი" (ნუცუბიძის პლატოზე), მინისტრთა კაბინეტის ავტობაზა (კრწანისში) და სხვა; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.666
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |