The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ცერცვაძე

ირაკლი ცერცვაძე
Date of birth:25 March, 1951  (73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს.

1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო საკვლევაძიებო ინსტიტუტ "ტრანსპროექტში" საგზაო განყოფილების უფროსი ტექნიკოსის, ინჟინრის, უფროსი ინჟინრის, საკვლევაძიებო პარტიის უფროსის, პროექტის მთავარი ინჟინრის თანამდებობებზე; საგზაო განყოფილების მთავარი სპეციალისტი; დიდი წვლილი შეიტანა "ტრანსპროექტის" მიერ საავტომობილო გზების კვლევა-ძიებისა და დაპროექტების საქმის განვითარებაში; მისი უშუალო მონაწილეობით დაპროექტებულია მრავალი საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთები საქართველოში: "სამტრედია-გრიგოლეთის" 52 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, "ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის" მონაკვეთის 58 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, "თბილისი-რუსთავის" მაგისტრალური გზის მშენებლობა, "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" მაგისტრალური გზის 27-43 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები, აჭარის შემოვლითი გზების განვითარების პროექტის ფარგლებში ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისა და "ჩაქვი-მახინჯაურის" მონაკვეთის 4 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება, "სენაკი-ფოთი-სარფი" (თურქეთის საზღვარი) მაგისტრალური გზის 89-96 კმ-ებზე მახინჯაურის მონაკვეთისა და გვირაბების მშენებლობა, "ვაზიანი-გომბორი-თელავის" საავტომობილო გზის 1-66 კმ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა მრავალი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.666-667; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების მედალი
    საქართველოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის პროგრამის დამუშავებისთვის, ასევე, საავტომობილო გზების კვლევა-ძიებისა და დაპროექტების საქმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის

Share: