The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ცინცაბაძე

გივი ცინცაბაძე
Date of birth:24 November, 1940  (83 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს; 1977 წელს დაამთავა კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების პატრონაჟის ქვეშ არსებული მოსკოვის პლეხანოვის სახელობის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტის საწარმოო ბიზნესის სკოლა.

1964-1967წწ. მუშაობდა თბილისის რადიოქარხანაში ოსტატად, ნორმადარად, ინჟინრად; 1967-1976წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად, განყოფილების უფროსად; 1977 წელს დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "საქკვებმრეწვმშენის" მმართველად; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა მთელი საქართველოს მასშტაბით 700-მდე ობიექტის, მათ შორის: ბორჯომის ჩამომსხმელი და მინის ტარის ქარხნების, აგარის შაქრის კომბინატის, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის ლუდისა და თბილისის კოკა-კოლას ქარხნების, საქართველოს კულტურის ცენტრ "მზიურის" (მოსკოვში) მშენებლობა-რეკონსტრუირებას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.667

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: