The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ჩხეიძე

Date of birth:29 January, 1882
Date of death:7 October, 1974  (at 92 years)
Category:Actor/Actress, Entertainer

Biography

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1911 წელს; 1911-1914წწ. სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში. 

1914 წლიდან მსახიობობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. 1922-1925 წწ. იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი; 1927-1928 წწ. ბაქოს ქართული თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელი; 1930-1946 წწ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ ფილმებში შესრულებული როლებია: ვორონცოვის ადიუტანტი ("არსენა ჯორჯიაშვილი", ი. პერესტიანი, 1921), მღვდელი ("ქარიშხლის წინ", კ. მარჯანიშვილი, 1924), სიმონა ("ჯანყი გურიაში", ა. წუწუნავა, 1928), აზნაური სერაფიონი ("სამანიშვილის დედინაცვალი", კ. მარჯანიშვილი, 1927), მუხრანბატონი ("გიორგი სააკაძე", მ. ჭიაურელი, 1942-1943), ექიმი ("ეთერის სიმღერა", ს. დოლიძე, 1956). მონაწილეობს ფილმებში: "ამოკი" (კ. მარჯანიშვილი, 1927), "ქეთო და კოტე" (ვ. ტაბლიაშვილი, მ. გედევანიშვილი, 1948). თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.200; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: