The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიტალი ბახტაძე

ვიტალი ბახტაძე
Date of birth:1937  (88 years)
Category:Scientist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1960 წელს.

1960 წლიდან მუშაობა დაიწყო რუსთავის ქიმიური კომბინატის აზოტოვანი სასუქების ქარხნის უფროს მეაპარატედ. 1961 წელს იგი გადაიყვანეს ამავე ქარხნის ცვლის უფროსად, 1962 წელს - აზოტოვანი სასუქების ქარხნის მე-5-ა საამქროს უფროსის მოადგილედ, 1963 წელს კი ამავე საამქროს უფროსად. 1964-1967 წლებში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1967-1974 წლებში - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, წამყვანი ინჟინერი, კვლავ უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი და შემდეგ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1974-2005 წლებში იგი იყო აღნიშნული ინსტიტუტის კატალიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ხოლო 2005 წლიდან არის კატალიზაციის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.24

Awards and Honors

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკოს დარგში

Share: