შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო მელიქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის და ავტომატიკის ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1991წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1990 წლიდან მუშაობდა მართვის სტრატეგიის სფეროში. 1991 წლიდან იყო სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის თანადირექტორი. არის 24 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი კიბერნეტიკის თეორიის საკითხებში (1963-1989). მართვის ორგანიზაციისა და პოლიტიკის სპეციალისტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლასიფიკაციის მათემატიკური თეორიის საკითხები", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.326
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |