The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო მელიქაძე

ნიკო მელიქაძე
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის და ავტომატიკის ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1991წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1990 წლიდან მუშაობდა მართვის სტრატეგიის სფეროში. 1991 წლიდან იყო სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის თანადირექტორი. არის 24 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი კიბერნეტიკის თეორიის საკითხებში (1963-1989). მართვის ორგანიზაციისა და პოლიტიკის სპეციალისტი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლასიფიკაციის მათემატიკური თეორიის საკითხები", დაიცვა 1971 წელს. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.326


გააზიარე: