შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ცინცაბაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ლენინგრადის სატყეო-ტექნიკური აკადემია 1942 წელს; ამავე აკადემიის ასპირანტურა. 1942-1945წწ. მუშაობდა სოხუმის სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1945-1952წწ. აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგისა და საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად; 1952-1953წწ. იყო საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1953-1965წწ. საქართველოს საშენ მასალათა ტრესტის მმართველი; 1965 წელს დაინიშნა საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრად; უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი აფხაზეთისა და აჭარის ასს რესპუბლიკების სამშენებლო ბაზის შექმნასა და განვითარებაში, საქართველოში კვების მრეწველობისობიექტების მშენებლობაში; იყო შავიზღვისპირეთის რეკონსტრუქციის პროექტის ავტორი, რომელიც მოწონებულ იქნა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობის მიერ; მისი პროექტებით აშენდა (თბილისში) საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა ე. წ. "საქჩაის" სახლი, ქართული კერამიკის მატერიალური ბაზა-კომბინატი და სხვა ობიექტები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.668 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |