შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1986წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილქალაქმშენის" N14 სამშენებლო - სამონტაჟო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1986-1987წწ. იმავე გაერთიანების N3 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1988 წლიდან სამმართველოს უფროსად; შპს ფირმა "განიმედი-99"-ის დირექტორია; მონაწილეობდა მრავალი საცხოვრებელი სახლის, სკოლის, საბავშვო ბაღის მშენებლობაში, ვარკეთილის, ვაზისუბნის, გლდანის, ნუცუბიძის მიკრორაიონების კეთილმოწყობაში (თბილისში), საჩხერის რაიონში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში; მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის მადლობის სიგელი და სხვა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.669
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |