The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ცინცაძე

გიორგი ცინცაძე
Date of birth:1 January, 1935
Date of death:1999  (at 63 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

საქმიანობა დაიწყო თბილისის საქალაქო საჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; განვლო ყველა სამსახურებრივი საფეხური კონცერნ "საქგვირაბმშენის" ვიცე-პრეზიდენტამდე; მონაწილეობდა თბილისის რთული ტექნიკურ-საინჟინრო ნაგებობების, სუფსის ნავთობტერმინალის, "თარგიმ-ალკენის" საავტომობილო გზის (ინგუშეთი) მშენებლობასა და ქ. ფოთის პორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაში; იყო მრავალი ჯილდოს მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.669; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.110

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    დასავლეთის მიმართულების ნავთობსადენის და სუფსის სახმელეთო ტერმინალის პროექტის საერთაშორისო სტანდარტების უმაღლეს დონეზე განხორციელებისათვის, მშენებლობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის,თავდადებული და ნაყოფიერი შრომისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: