შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. საქმიანობა დაიწყო თბილისის საქალაქო საჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; განვლო ყველა სამსახურებრივი საფეხური კონცერნ "საქგვირაბმშენის" ვიცე-პრეზიდენტამდე; მონაწილეობდა თბილისის რთული ტექნიკურ-საინჟინრო ნაგებობების, სუფსის ნავთობტერმინალის, "თარგიმ-ალკენის" საავტომობილო გზის (ინგუშეთი) მშენებლობასა და ქ. ფოთის პორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაში; იყო მრავალი ჯილდოს მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.669; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.110 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |