The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ცინცაძე

ვახტანგ ცინცაძე
Date of birth:1921  (104 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1944 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1949 წელს.

1944-1946წწ. მუშაობდა უკრაინის სსრ ვინიცისა და ლვოვის რკინიგზებზე ხიდის მშენებლობის ოსტატად; 1950-1957წწ. სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენში" უბნის, საწარმოო-ტექნიკური განყოფილებისა და სამმართველოს უფროსად; 1957-1964წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1964-1985წწ. იმავე გაერთიანების მთავარი ინჟინერი; 1985-1987წწ. მუშაობდა საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1987-1991წწ. საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს კაპმშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.669

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: