შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ცირეკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საწირე, ტყიბულის რაიონი. 1920-1923წწ. მუშაობდა ტყიბულის მაღაროებში მუშად; 1923-1925წწ. მაღაროში აღმრიცხველად; 1925-1927წწ. საქართველოს კპ ტყიბულის რაიკომში საქმეთა მმართველად; 1927-1929წწ. სამთამადნო პროფკავშირის რაიკომის პასუხისმგებელი მდივანად; 1929-1933წწ. სამთო მომპოვებელ ტრესტ "ტყიბულქვანახშირის" მმართველის მოადგილედ; 1933-1935წწ. "ტყიბულქვანახშირის" ტრესტის ლენინის სახ. შახტის უფროსად; 1935-1937წწ. ტრესტ "ტყიბულქვანახშირის" მმართველის მოადგილედ; 1937-1939წწ. მოსკოვის საკავშირო სამრეწველო აკადემიის სტუდენტი; 1939-1942წწ. ტრესტ "ტყიბულქვანახშირის" მმართველის მოადგილედ კაპიტალური მშენებლობის დარგში; 1942-1943წწ. ტრესტ "ტყიბულქვანახშირის" სტალინის სახელობის შახტის უფროსად; 1943-1949წწ. სამშენებლო ტრესტ "ტყიბულმშენის" მმართველად; 1949-1952წწ. ტრესტ "ტყიბულქვანახშირის" მმართველად; 1952-1953წწ. სამთო მომპოვებელ კომბინატ "საქნახშირის" სპეც. მომზადების კადრების უფროსად; 1953-1957წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" ჭიათურის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1957-1958წწ. სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველის მოადგილე და ჭიათურის ობიექტების კომპლექსური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1958-1962წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" მმართველის მოადგილედ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.671 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |