შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ გოგნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მაიაკოვსკის რაიონი (დღევანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ძირითადი ორგანული სინთეზისა და სინთეზური კაუჩუკის ტექნოლოგიის სპეციალობით 1967 წელს. 1958-1960 წლებში მუშაობდა მაიაკოვსკის ღვინის ქარხნის მუშად, 1961 წელს - ქ. მოსკოვის სამშენებლო კანტორის ობიექტის მუშად. 1967-1970 წლებში იგი იყო რუსთავის ქიმიური კომბინატის ციკლოჰექსანონის საამქროს ინჟინერ-ტექნოლოგი, ამავე საამქროს ცვლის უფროსი, საამქროს უფროსის მოადგილე კონვერსიაში, 1971-1974 წლებში - სუფთა ციანმარილების საამქროს ტექნოლოგი, 1975-1979 წლებში - ციკლოჰექსანონის საამქროს უფროსის მოადგილე, 1980-1982 წლებში - ციანმარილების საამქროს უფროსი, 1983-1984 წლებში - ამავე საამქროს უფროსის მოადგილე, 1985-1986 წლებში - საწარმოო განყოფილების წამყვანი ტექნოლოგი, 1986-1988 წლებში - კაპროლაქტამის წარმოების უფროსის მოადგილე, 1989-1993 წლებში - ამავე წარმოების უფროსი, 1994 წელს - საწარმოო განყოფილების უფროსის მოადგილე, 1995-1998 წლებში - ტექნიკური დირექტორის მოადგილე, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, 1999-2000 წლებში - ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე, 2000-2001 წლებში - საწარმოო-ტექნიკური გადაიარაღებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების განყოფილების უფროსის მოადგილე, 2001- 2003 წლებში - საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, 2003-2005 წლებში - საწარმოო განყოფილების უფროსი, 2005 წლიდან "ენერჯი ინვესტის" საწარმოო განყოფილების უფროსი. 2004 წელს მიენიჭა ქიმიის დარგში წლის საუკეთესო იჟინრის საპატიო წოდება. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.25; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.259 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |