შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატო მეტონიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1995 წელს. იყო გოგონათა ანსამბლ "მზიურის" წევრი (მე-3 თაობა); ტრიო "ნატალისა" და ჯაზ-კვარტეტის "3+1" წევრი; "არტ-იმედის" თანამშრომელი. გალობდა ქაშუეთის ეკლესიაში. მონაწილეობა მიიღო კონკურსში "საფეხურები პარნასისაკენ" სადაც პირველი ადგილი მოიპოვა, შემდეგ დაიწყო სოლო კარიერა, მონაწილეობა მიიღო კონკურსში "სლავური ბაზარი" სადაც მე-3 ადგილი მოიპოვა. მონაწილეობდა გია ყანჩელის კინოსა და თეატრისათვის შექმნილი მუსიკის მიხედვით განხორციელებულ პროექტში "ყველას რაიმე აქვს სახსოვარი" ნიკა მემანიშვილთან ერთად. 2010 წლიდან შეასრულა მარიას როლი დავით დოიაშვილის მიუზიკლში "მუსიკის ჰანგები". მოსკოვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის - "საფეხური პარნასისაკენ" - I პრემიის ლაურეატი (1994); ვიტებსკის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის - "სლავური ბაზარი" - ლაურეატი და III პრემიის მფლობელი (2001); "წინანდლის" პრემიის ლაურეატი (2003). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.332; საინფორმაციო პორტალი: ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |