შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ ციხელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დმანისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალობით 1970 წელს. 1970-1971წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საშენი მასალების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1971-1981წწ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და კომუნალური წყალმომარაგებისა და წყალარინების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორისს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო; 1981-1995წწ. არჩეულ იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტი) წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრის დოცენტად; პედაგოგიურ საქმიანობის პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას ქალაქების - თბილისის, ბათუმის, გორის, ცხინვალისა და სხვა მსხვილი ქალაქების წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-ინტენსიფიკაციის საკითხებში; 1981-1982წწ. სამეცნიერო სტაჟირებით იმყოფებოდა უნგრეთში, ბუდაპეშტის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც დაამუშავა წყალმომარაგების პროცესის მოდელირებისა და პროგნოზირების პირობები ქ. პეჩის სადისპეტჩერო სამსახურის ოპერატიულ მართვაში გამოსაყენებლად; 1999 წელს მისი ხელმძღვანელობით ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა "ჰიდროსაინჟინრო დარგების განვითარების ლოჯისტიკური სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი"; მონაწილეობდა საერთაშორისო და რესპუბლიკურ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში; გამოქვეყნებული აქვს 90 სამეცნიერო ნაშრომი და 3 მონოგრაფია; 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 1995 წლიდან არჩეულ იქნა იმავე კათედრის პროფესორად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.673 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |