The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ცნობილაძე

აკაკი ცნობილაძე
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1988  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სოჩხეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1936 წელს.

1952-1954წწ. ქ. მოსკოვში გაიარა საბჭოთა კავშირის ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს ენერგეტიკის აკადემიის სრული კურსი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და მონტაჟის სპეციალობით; 1936-1955წწ. - ტრესტ "ხრამჰესმშენის" სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, "ხრამჰეს-1"-ის სამშენებლო უბნის უფროსი, სამგორჰესის N2 სამმართველოს უფროსი; 1955-1963წწ. - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" გვირაბმშენის და ზედა-ყარაბახის სარწყავი სისტემის გვირაბის სამმართველოს უფროსი; 1963-1972წწ. - ენგურჰესის მშენებლობის ძალოვანი კვანძის სამმართველოს უფროსი; 1972 წლიდან  გარდაცვალებამდე -  საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტუტიტის თანამშრომელი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.673-674; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.403

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: