შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ცავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ს. ჩხაიძისა და ბ. ხოტივარის სახელოსნო) 1982 წელს. 1974-1975წწ. მუშაობდა კინომსახიობთა თეატრში მიხეილ თუმანიშვილის ასისტენტად. გადაიღო მ/მ ფილმები: "სადგური N5" (1978), "ლიფანალის ზღაპარი" (1979), "დეზერტირი" (1980), "მინის კალანდარი" (1991), "მე მესიზმრება თბილისი" (დოკ., 2006), მოამზადა და გამოსცა მულტიმედიური კომპაქტური დისკი "აკრძალული ფილმების არქივი"(2003) მხატვარ დავით კაკაბაძის დაკარგული ფილმის "საქართველოს მატარიალური კულტურის ძეგლები" შესახებ. გადაღებულია ფილმებში: "დღე" (ლ. ღლონტი, 1991), "შვიდკაცა" (ს. ჩხეიძე, 1992, მთ. როლი), "სკამი" (ლ. ბზვანელი, 2004). კინორეჟისორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 201; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |