შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემურ ხარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით 1954 წელს. 1954-1965 წლებში იგი იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მილსაგლინავი საამქროს გლინვის ოსტატის თანაშემწე, ოსტატი, მილსაგლინავ აგრეგატ "400" -ის უფროსი, საამქროს უფროსის მოადგილე, 1965-1975 წლებში - კომბინატის ტექნიკური განყოფილების უფროსი - კომბინატის მთავარი ინჟინრის მოადგილე, 1976-2004 წლებში - კომბინატის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ახალი ტექნიკის დანერგვის დარგში, 2004-2006 წლებში - შპს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" ტექნიკური განყოფილების უფროსი, 2006-2007 წლებში - სს "რუსთავის მეტალურგიული ქარხნის" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 2007 წლიდან იგი პენსიონერია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.32; გვ.117 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |