The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ცინცაძე

ლევან ცინცაძე
სხვა სახელი:ბუთური
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1931
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 2002  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1955-1959წწ. მუშაობდა სხვადასხვა გაზეთების რედაქციებში; 1959-1961წწ. ქდსპფ სტუდიაში; 1961-1966წწ. იყო ქრონიკის განყოფილების გამგე; 1966-1967წწ. სტუდიის დირექტორის მოადგილე; 1967-1990წწ. კ/ჟ  "ადამიანი და კანონის" რედაქტორად, სიუჟეტების სცენარის ავტორად და რეჟისორად. მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები: "დავით კლდიაშვილი" (ვ. ალავიძე, 1962), "მანქანები და გზები" (ო. გურგენიძე, 1963), "გაჭენდებიან ბედაურები" (ჟ. მიქაძე, 1964), "ჭიდილი კლდესთან" (თ. ნოზაძე, 1964), "გიწვევთ ქართულ სუფრასთან" (ვ. მიქელაძე, 1966), "რა ენა წახდეს" (შ. შონია, 1968), "ნატანები" (მ. ხომერიკი, 1970), "თავისუფალი დრო" (1977), "მოიპოვო სახელი" (1980) და სხვ. კინორეჟისორი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: