შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ცომაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1971 წელს; მოგვიანებით მოსკოვის ქალაქგეგმარებითი ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1973 წელს მიიწვიეს საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ძველი თბილისის აღდგენა-რეკონსტრუქციის, რეგენერაცია-ადაპტაციის წინასწარ მოსაზრებათა დამუშავების მიზნით; 1975 წლიდან, ქალაქის ისტორიული ნაწილის ნაკრძალად გამოცხადების მერე, მუშაობა განაგრძო ახალჩამოყალიბებულ სპეციალიზებულ სახელოსნოში; 1988 წელს სათავეში ჩაუდგა ამავე სახელოსნოს; 2000 წლიდან ხელმძღვანელობდა შპს "თბილქალაქპროექტს"; მისი ძირითადი ნამუშევრებია: მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ახალი მიკრორაიონისა (ქ. მახაჩკალაში) და ბაგების ახალი მიკრორაიონის დაგეგმარება, თბილისის ცენტრის (აღინიშნა II პრემიით), "დარეჯანის სასახლის" მიმდებარე ტერიტორიის, რკინისა და ბამბის რიგებისა და შარდენის ქუჩების, ნაკაშიძისა და ავლევის ქუჩებს შორის კვარტლის, "კავკასიის სახლის" (ტაბიძის ქუჩაზე) რეკონსტრუქცია, მეტეხის პლატოს აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტი, ფერისცვალებისა და ისნის ქუჩებს შორისი კვარტლის განაშენიანება, ოფისის შენობა (ტაბიძის ქუჩაზე), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (პარალელის, ინგოროყვას, მეტეხის ქუჩებზე). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.674-675
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |