Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ცინცქილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1973 წელს. 1975-1988წწ. ახალგაზრდული თეატრი-სტუდიის მსახიობი; 1992 წელს დააფუძნა კინოსტუდია "აჭარა", იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; 1977-2003წწ. მუშაობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის ამავე უმაღლესი სასწავლებლის დოცენტი; 1989 წლიდან კინოსტუდია ქართული ფილმის მსახიობი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1996-2003წწ. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის პრორექტორი. ეროვნულო გმირის სახე შექმნა ფილმში "მევლუდი" (ნ. სანიშვილი, 1985). მონაწილეობს ფილმებში: "თვალი პატიოსანი" (შ. მანაგაძე, 1976), "სინქრონიზაცია" (გ. მატარაძე, 1977), "სახლი ლესნაიაზე" (ნ. სანიშვილი, 1980), "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989), "იქ ჩემთან" (ზ. ხალვაში, 1990), "პრემიერა" (გ. ლორთქიფანიძე, 1991), "სათნოებათა კიბე" (ნ. წულაძე, 1997), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (ე. ბადურაშვილი, 2003), "სვანი" (ს. ჯაჭვლიანი, 2007). მონაწილეობს ტელესერიალებში "გოგონა გარეუბნიდან" და სხვ.. გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "მემედ ბატონო" და "ბათუმის ომი" (ზ. ბუაძესთან ერთად, 1994). წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 205; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.381 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |