The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ ცუხიშვილი

ჯემალ ცუხიშვილი
Legal name:ჯუმბერ ცუხიშვილი
Date of birth:28 May, 1940  (86 years)
Category:Engineer, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და აეროპორტების მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

მუშაობდა თბილისის რიგ მშენებლობებზე მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სარესტავრაციო-სამშენებლო სამმართველოს; მონაწილეობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის აღდგენაში; ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურული ცენტრის (მოსკოვში), უროლოგიისა და გინეკოლოგიის, სატყეო მეურნეობის, ელექტროქიმიის ინსტიტუტების კორპუსების, სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობას, ალავერდისა და წრომის ტაძრების, წმ. ნინოს ბოდბის ეკლესიის, კახის წმ. გიორგის, ალიბეგლოს წმ. ნინოს და მეშაბაშის წმ. გიორგის ეკლესიების (აზერბაიჯანში), რიგი ისტორიული ძეგლების, ბუხულა მარგიანისა და გემეზა ბარლიანის კოშკების (სვანეთში) აღდგენას; არის სპორტის ოსტატი რაგბში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.676

Awards and Honors

  • საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი

Share: