The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ნიჟარაძე

გურამ ნიჟარაძე
Date of birth:20 May, 1928
Date of death:9 May, 1988  (at 59 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1951 წწ. მუშაობდა თბილისის ბავშვთა N1 საავადმყოფოს შტატგარეშე ორდინატორად; 1951-1954 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის კლინიკურ ორდინატორად; 1954-1957 წწ. იგი იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი, 1958-1966 წწ. ამავე კათედრის ასისტენტი, ხოლო 1967 წელს - დოცენტი; 1960-1968 წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს-სამშობიარო სახლის ახალშობილთა განყოფილებისა და ქ. თბილისის N1 ბავშვთა პოლიკლინიკის კონსულტანტი, 1969 წლიდან - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს N2 პოლიკლინიკისა, ხოლო 1979 წლიდან - ქ. თბილისის N2  სამშობიარო სახლის ახალშობილთა განყოფილების კონსულტანტი; სეფსისის საწინააღმდეგო რესპუბლიკური ცენტრის ბავშვთა განყოფილების კონსულტანტი; 1974 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე; პროფესორი გ. ნიჟარაძე თითქმის 40 წელი იდგა ჯანმრთელობის დაცის სადარაჯოზე, აქედან 35 წელზე მეტი სამედიცინო და პრაქტიკულ სამუშაოს უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; პროფესორი გ. ნიჟარაძე ავტორია 150 სამეცნიერო ნაშრომის, 13 მონოგრაფიის, მათ შორის: "ახალშობილ ბავშვთა ფილტვის ანთება" (1966), "ახალშობილ ბავშვთა ზოგიერთი დაავადებები" (1978); მისი ხელმძღვანელობით პრაქტიკულ პედიატრიაში დანერგილია მრავალი რაციონალური წინადადება, მეთოდური რეკომენდაცია და გამოგონება ახალშობილის კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებზე; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 14 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია; მისი ათეულობით მოწაფე დღეს წარმატებით საქმიანობს პედიატრიისა და ნეონატოლოგიის პრაქტიკულ, ორგანიზაციულ, სამეცნიერო, აკადემიურ და სხვ. სფეროებში; აქტიურად მონაწილეობდა პედიატრთა საკავშირო და რესპუბლიკური ყრილობების, სიმპოზიუმების და კონფერენციების მუშაობაში; იყო საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი. 2014 წლის 2 სექტემბერს თბილისში ერთერთ ქუჩას მიენიჭა პროფესორ გურამ ნიჟარაძის სახელი; 2017 წელს საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ დაარსდა პროფესორ გ. ნიჟარაძის სახელობის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი "ნეონატოლოგია"; 2018 წელს საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის VII საერთაშორისო კონგრესი "უახლესი მიღწევები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში", მიეძღვნა პროფესორ გურამ ნიჟარაძის 90 წლის იუბილეს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები ბაქტერიული დიზენტერიის ტოქსიკური ფორმების კლინიკისა და ამ დროს ცენტრალური ნერვული სისტემის პათოარქიტექტონიკის შესწავლისათვის ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "ფილტვის ანთების უხშირესი ფორმების კლინიკურ - მორფოლოგიური დახასიათება ახალშობილ ბავშვებში", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.40

Member of Organizations

  • გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" სამედიცინო ლიტერატურის რედაქციის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დიდი სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭო, წევრი
  • პედიატრთა საკავშირო გამგეობა, წევრი
  • პედიატრიაში უნიფიცირებული პროგრამის შემდგენელი საკავშირო საექსპერტო კომისია, წევრი
  • ჟურნალ "საბჭოთა მედიცინის" სარედაქციო საბჭო, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს საპრობლემო კომისია, წევრი

Awards and Honors

  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება, სიკვდილის შემდეგ)
    სახელმძღვანელოს შექმნისთვის "ახალშობილთა დაავადებები"
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
    მრავალმხრივი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემის ახალშობილთა სეფსისის ეტიოლოგიის, პათოგენეზის, კლინიკისა და მკურნალობის, აგრეთვე ორგანიზაციის საკითხების შესწავლისა და დანერგვისთვის
  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: