Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ისლარი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ფიზიკოსის სპეციალობით 1951 წელს. 1952 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ექსტერნად) გეოფიზიკის სპეციალობით. 1952-1954 წლებში იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის გეოფიზიკის კათედრის ლაბორანტი, 1954-1958 წლებში - ამავე კათედრის ასისტენტი, 1958-1965 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი, 1965-1969 წლებში - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1969-2005 წლებში კი - ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტატი. მისი შრომები ეხება კავკასიის ტერიტორიის გრავიტაციული ველის, დროის მიხედვით მისი ცვალებადობის და ენგურჰესის რაიონში გეოდინამიკური პროცესების გეოფიზიკური მეთოდების კვლევებს. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 2 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1999). წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.44; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.194; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.138; georgianencyclopedia.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |