Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ცქიტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შორაპანი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს. 1949-1973წწ. მუშაობდა სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ხიდმშენის" N454 ხიდმშენი მატარებელის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; "ჭიათურა-შორაპნის" სარკინიგზო მონაკვეთის ხიდების მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1973-1989წწ. იყო N39 ხიდმშენი რაზმის უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1989-1996წწ. სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს N12 ხიდების სამშენებლო ტრესტ "ხიდმშენის" მექანიზებულ სამუშაოთა სამმართველოს უფროსი; 1966 წლიდან სს "ხიდმშენის" N2 ფილიალის დირექტორია; მონაწილეობდა აჯამეთის, "ჭიათურა-შორაპნის" სარკინიგზო ხაზის ხიდებისა და სხვა ხიდების მშენებლობაში (ზესტაფონის რაიონში); ხელმძღვანელობდა ნ. ბარათაშვილისა და გ. მინდელის სახელობის ხიდების (მდ. მტკვარზე), სარკინიგზო (სოღანლუღში) და ვახუშტი ბაგრატიონის (მდ. მტკვარზე), საქალაქო გზაგამტარების: თბილისში შავი ზღვის ქუჩაზე, აეროპორტის ჩქაროსნულ ტრასაზე, მუხათგვერდისა და გლდანის, ხაშურისა და ფონიჭალის სარკინიგზო გზაგამტარების, "ზაჰესთან" და ორთაჭალის გვირაბთან გამომავალი ესტაკადების, "წითელი ხიდის" (მდინარე ხრამზე), სარკინიგზო ხიდების (მდინარეებზე - ძირულასა და ნატანებზე), ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხიდის (მდ. რიონზე) მშენებლობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.677; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.262; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 296-297 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |