Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა ცხადაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962 წლიდან მუშაობდა "საქმთავარენერგოს" სისტემაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო საინჟინრო თანამდებობებზე; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" მმართველის მოადგილე, მთავარი ინჟინერი სს "საქმშენინდუსტრიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; მონაწილეობდა პირველად საქართველოში, ცხრამეტრიანი და თორმეტმეტრიანი (წიბოვანი) გადახურვის ფილებისა და საკედლე პანელების ათვისებასა და დანერგვაში; მონაწილეობდა სახელმწიფო კანცელარიის შენობის, ბ. პაიჭაძის სახელობის "დინამოს" (ამჟამად ცენტრალური ეროვნული) სტადიონის, რესპუბლიკური საავადმყოფოს, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, შრომის სასახლისა და თბილისის სხვა ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.677; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.41 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |