Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ ძამუკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს; ქ. ოდესის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს. 1958 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა; 1961-1966წწ. მუშობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროში ინჟინრად; 1967-1970წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის, N5 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1970-1972წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 1972-1978წწ. თბილისის სახალხო კონტროლის საქალაქო კომიტეტის ინსპექტორი; 1978-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1984-1988წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მთავარი ტექნოლოგი, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსის მოადგილე, თბილისის ზღვის კეთილმოწყობა-განაშენიანების სამმართველოს უფროსი, ელექტრონაგებობათა სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1988-1995წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენის" ექსპერიმენტული ქარხნის გენერალურ დირექტორად; 1995-2000წწ. სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, სს "აისის" ფირმა "ვირას" გენერალურ დირექტორად; მონაწილეობდა თვალის რესპუბლიკური კლინიკის, თბილისის N4 მაცივრის, გაჩიანის ხორცკომბინატის, ქიმწმენდის გაერთიანება "თოლიას", შავი ზღვის ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და საინჟინრო-კომუნიკაციების (ქ. ადლერში) მშენებლობასა და საქართველოსა და სომხეთში მიწისძვრით დაზიანებული ობიექტების აღდგენაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.679 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |