შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარბეი ძიაპშიპა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს. 1975-1980წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 1980-1985წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოს მშენებელო ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი; 1985-1996წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1996 წელს დაინიშნა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 2000-2001წწ. მუშაობდა შპს "აზიმუტის" მთავარ ინჟინრად; 2001-2002წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კომუნალური დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2002-2004წწ. შპს "ნიკის" მშენებლობის მენეჯერი; 2004 წლიდან შპს "ი.მ.კ.+"-ის მშენებლობის მენეჯერია; მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, სამთავრობო დასასვენებელი სახლი "ჩაიკას" დაბა ნიუსერაში, სახვითი ხელოვნების მუზეუმის თბილისში და სხვა სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.680
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |