Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე ძინძიბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1960 წელს. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტის საპროექტო ბიუროში არქიტექტორად; 1978 წლიდან დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურული დაგეგმარების კათედრაზე; არქიტექტურის ფაკულტეტზე ურბანული დაგეგმარების (ურბანისტიკის) კათედრის დაარსების დღიდან (1992) მოღვაწეობა განაგრძო ამავე კათედრაზე უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე; 2005-2006წწ. იყო იმავე კათედრის გამგე; 1996-2000წწ. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად მუშაობდა თბილისის მთავარი არქიტექტორის პირველ მოადგილედ; 2003-2004წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარე; არის 15-ზე მეტი რეალიზებული პროექტის ავტორი. მათ შორისაა საკონკურსო პროექტები: ბავშვთა გასართობი მოედნების (თბილისში 1971), მარჯანიშვილის თეატრის შენობის (1976), რიყის უბნის (1982), "ორთაჭალის ბაღების" (1986), ასევე თბილისში გგლდანის მე-6 მიკრორაიონის (1988), თბილისში თავისუფლების მოედანზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტის" (1998), თბილისის ურბანული განვითარების კონცეფციის (2002), თბილისში სამუზეუმო უბნის (2005); 1988-1994წწ. იყო ახალგაზრდა არქიტექტირთა საერთაშორისო ფორუმის საქართველოს ეროვნული კლუბის პრეზიდენტი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა: ბათუმის საერთაშორისო საპროექტო სემინარი საქართველოს, ლიტვის, ლატვიის, რუსეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალგაზრდა არქიტექტორთა მონაწილეობით (1989), თბილისში რიყის უბნის საერთაშორისო კონკურსი-სემინარი (1991). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.680
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |